დაგეგმე შენი სამუშაო

თუ თქვენი სამუშაო კომპიუტერთან შეიცავს განმეორებად პროცედურებს, დაარეგისტრირეთ ისინი პარამეტრებში. ყველა თქვენი რეგულარული აქტივობა უნდა ირიცხებოდეს თქვენს დღის გეგმაში. ამის გასაკეთებლად დააჭირეთ Add  დამატების ღილაკს და დავალებების პარამეტრების ფანჯარა გაიხსნება. აკრიფეთ დავალების ტექსტური აღწერა და მიანიჭეთ პრიორიტეტი. თუ საჭიროა, სხვა დავალებებსაც მიუსადაგეთ პრიორიტეტები. 

   შეასრულეთ გეგმა

თუ გსურთ დავალებაზე მუშაობის დაწყება, მონიშნეთ ის და დააჭირეთ Select  არჩევის ღილაკს. ეს მიანიჭებს დავალებას ახლანდელ სტატუსს. როგორც კი დააჭერთ  Workღილაკს, Rachota დაიწყებს დავალებაზე დახარჯული დროის ათვლას. იგივეს გაკეთება შეგიძლიათ დავალების ნიშანზე ორმაგი დაკლიკვით. 

თუ გსურთ შესვენება, დააჭირეთ Relax შესვენების ღილაკს, რომ შეაჩეროთ დროის ათვლა. როდესაც დავალებას დაასრულებთ, დააჭირეთ Done დასრულების ღილაკს.

უნდა აცნობოთ პროგრამას როდესაც სხვა დავალებაზე გადადიხართ ან კომპიუტერს ტოვებთ. Rachota გააგრძელებს დროის ათვლას, სანამ არ შეატყობინებთ რომ დაასრულეთ ან დავალებას იცვლით.

დღის ფანჯარა, რა თქმა უნდა, ყველაზე გამოყენებადია Rachota-ში.

   გააანალიზეთ დროის ათვლის მონაცემები

სავარაუდოდ, დაგჭირდებათ Rachota-ს გამოიყენება დროის ათვლის მონაცემებზე ანგარიშის მისაღებად. ამისათვის, გადადით ისტორიის გვერდზე და აირჩიეთ დროის მონაკვეთი რომელზე მონაცემებიც გაინტერესებთ. 

თუ გაინტერესებთ სამუშაო საათები ან მუშაობის დრო, გადადით დროის გვერდზე. გთავაზობთ სამი ტიპის გრაფიკულ საზომს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მონიშნოთ დავალებები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. 

თუ გსურთ გაიგოთ კონკრეტულად რომელ დავალებებზე იმუშავეთ გარკვეულ დროს, გადადით დავალებების გვერდზე.  თუ საჭიროა, გამოიყენეთ ღილაკი, რომ მიაკვლიოთ კონკრეტულ დავალებას. თუ გსურთ პროგრამამ აწარმოოს ანგარიში ან ინვოისი თქვენი უფროსის ან კლიენტისთვის, დააჭირეთ Report ანგარიშის წარმოების ღილაკს. ანგარიშის წარმოების ფანჯარაში შეგეძლებათ აირჩიოთ პარამეტრები, როგორებიცაა ფორმატი (TXT, CSV, HTML), ფაილის დასახელება, აღწერა და ასე შემდეგ.

რომ შეამოწმოთ პროექტების სტატუსი და აღწერა, გადადით პროექტების გვერდზე. აქ შეგიძლიათ შეამოწმოთ პროექტებზე დახარჯული დრო, დავალებები, შესრულების მდგომარეობა და პრიორიტეტი. 

და ბოლოს, Rachota-ს ასევე შეუძლია გააანალიზოს თქვენი მონაცემები, შეადაროს სხვებისას და მოგაწოდოთ საჭირო რჩევები დროის გადანაწილების გასაუმჯობესებლად მომავალში. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად, გადადით ანალიტიკის გვერდზე.

Original article: http://rachota.sourceforge.net/en/demo.html