როგორ გამოვიყენოთ საერთაშორისო, არაინგლისურენოვანი წარმოშობის ასონიშნები მარტივად

ეს გვერდი არის ალან ზისმანის ორიგინალური ნაწარმოების თარგმანი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ http://www.zisman.ca/keyboard/

ბევრი მომხმარებელი იყენებს ინგლისურ ენას ყოველდღიურ საქმიანობაში, თუმცა მათ ასევე სჭირდებათ დიაკრიტული (სპეციალური ორთოგრაფიული ნიშნების მქონე) და სხვა არაინგლისურენოვანი წარმომავლობის ასოების იოლი გზით გამოყენება. 

მართალია, ამის გაკეთება შესაძლებელია Alt+0xxx kecode-ის რამდენიმე კომბინაციის შესწავლით ან Windows Charmap-ის დამხმარე ფუნქციონალის გამოყენებით, მაგრამ Windows-ის არაერთი მომხმარებელი ისურვებდა Windows-ის ამერიკულ-საერთაშორისო კლავიატურის დაყენებასა და მისი მოხმარების წესების შესწავლას.

როგორ დავაყენოთ ამერიკულსაერთაშორისო კლავიატურა

პირველ რიგში, გახსენით მართვის პანელი (Control Panel), დააჭირეთ კლავიატურის (Keyboard) ფანჯარას. დააწექით ენების (Language) ღილაკს. შემდეგ, სწრაფი მოძრაობით, ზედიზედ ორჯერ დააჭირეთ ამერიკული ინგლისურის (English / United States) აღმნიშვნელ ღილაკს (ან ამერიკული ინგლისურის არჩევის შემდეგ, დააჭირეთ მახასიათებლების (Properties) ღილაკს). როგორც კი ჩამოიშლება მახასიათებლების სია, აირჩიეთ ამერიკის შეერთებული შტატებისაერთაშორისო (United States-International). დააწექით OK-ს.

(შესაძლოა, დაგჭირდეთ Windows-ის კომპაქტ-დისკის გამოყენება ზოგიერთი ფაილის ჩამოსატვირთად).

როგორ გამოვიყენოთ საერთაშორისო კლავიატურა

ერთი შეხედვით, ეს კლავიატურა სხვებისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა თქვენ ალბათ შეამჩნევთ, რომ რამდენიმე ღილაკი ფაქტობრივად უფუნქციოა. თუმცა თუ თქვენ ამ ღილაკებს შესაბამის ასოებთან ერთად დააწვებით, საინტერესო ცვლილებას დაინახავთ, რაც მიგახვდრებთ ამ ღილაკების დანიშნულებას:  

  • ცირკუმფლექსი, ანუ (^) ნიშანი (Circumflex)… თუ იყენებთ საერთაშორისო კლავიატურას, დააჭირეთ და არ გაუშვათ თითი shift+6 ღილაკს (რაც გამოიწევეს ცირკუმფლექსის გააქტიურებას). როგორც კი პარალელურად დააწვებით a ან e ასოს, თქვენ მიიღებთ ამ ხმოვნების ცირკუმფლექსიან ვარიანტს. 
  • გრავი, ( ‘ ) ერთმაგი ბრჭყალი (Accent Grave). ეს ნიშანი შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ კლავიატურაზე ერთმაგი ბრჭყალის აკრეფით სასურველი ხმოვნის წინ. შედეგად, მიიღებთ ხმოვანს ამ დიაკრიტული ნიშნით. 
  • ტილდე (~), ეს ნიშანი, როგორ წესი, ციფრი 1-ის გვერდითაა კლავიატურაზე. მის გასააქტიურებლად საჭიროა დააწვეთ და თითი არ აუშვათ shift ღილაკს. როგორც კი პარალალურად დააჭერთ a, e, ან n-ს, მიიღებთ ამ ასოებს თავზე ტილდეს ნიშნით გამოსახულებით.
  • აქცენტირებული მახვილი შეგიძლიათ მიიღოთ აპოსტროფის გამოყენებით. მას მიაგნებთ ტილდეს ღილაკზე, shift-ის გარეშე, არ აგერიოთ ერთმაგ ბრჭყალში). გამოიყენება a, e ან i ასოებთან. 
  • უმლაუტი, ანუ ორმაგი ბრჭყალი ( ” ). გამოიყენება a, e, i და სხვა ასოებთან, რომელთა თავზეც ჩნდება ორი პატარა წერტილი (მადლობას ვუხდი ეიდრიენ მაჰაფის, რომლისგანაც შევიტყვე, რომ არსებობს ამ ნიშნის სხვა სახელწოდებაც, ანუ დიარესი “diaeresis”).

გახსოვდეთ, რომ სპეციალური დიაკრიტული ნიშანი შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ საჭირო ღილაკების კომბინაციის გამოყენებით. ეს ნიშნები მხოლოდ იმ ასოების თავზე შეიძლება დაისვას, რომლებისთვისაც ნიშნების გამოყენება ტექნიკურად შესაძლებელია. მაგალითად, თუ თქვენ გამოიყენებთ ისეთ შემოკლებულ სიტყვათშეთანხმებებს, როგორიცაა isn’t, თქვენ ვერ შეძლებთ ასო t-ს თავზე გრავის მოთავსებას. 

როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სპეციალური ნიშნის, მაგალითად, ერთმაგი ან ორმაგი ბრჭყალის გამოყენება? ამისათვის, დააჭირეთ სასურველ ღილაკს ინტერვალის (space bar) კლავიშთან ერთად. შეიძლება ამან ბევრი დრო წაგართვათ, განსაკუთრებით წინადადებების ბრჭყალებში ჩასმისას.  

არსებობს სხვა გზაც

არის კიდევ ერთი მეთოდი, დააჭირეთ მარჯვენა Alt ღილაკს ან ერთდროულად დააჭირეთ Ctrl + Alt ღილაკებს და რომელიმე ასოს კლავიატურაზე. ეკრანზე დაინახავთ ამ ასოს ალტერნატიულ ვარიანტს (ანუ ასოს რომელიმე დიაკრიტული ნიშნით) ისე, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოყვანილ ილუსტრაციაზე (აღნიშნული ილუსტრაცია სკანირებულია Windows 95 Secrets პროგრამიდან ბრაიან ლივინგსტონისა და დეივიდ სტრაუბის მიერ (1995, IDG Books, გვ. 501).  

US International Keyboard Alt-key layout

დიაკრიტული ნიშნებისა და საერთაშორისო კლავიატურის ღილაკების ხმარების წესების გასაცნობად, Mac-სა და Windows-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ შემდეგ ვებგვერდს: http://lrcnt.fas.harvard.edu/Resources/Documentation/accents.htm  

კომენტარი (2011 წლის ივლისი): კომპანია ეფლის მიერ Mac OSX 10.7 Lion-ის გამოშვებამ გააიოლა საერთაშორისო ასონიშნების გამოყენება მაკის კომპიუტერებზე. (გაეცანით ამ სტატიას დამატებით ინფორმაციისთვის). სტატიაში აღნიშნულია შემდეგი

“Windows-ი ქაოსური და არათანმიმდევრულია როცა საქმე ეხება დაიკრიტული ასონიშნების გამოყენებას. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ამერიკულ-საერთაშორისო (United States- International) კლავიატურა Windows-ის მართვის პანელში, რაც მოგცემთ შესაძლებლობას (მაგალითისთვის), რომ დააჭიროთ ბრჭყალების ღილაკს, შემდეგ კი, ასო “u”-ს იმისათვის, რომ მიიღთ უმლაუტი. ცხადია. ეს განსხვავდება Microsoft Word-ში (განურჩევლად კლავიატურის ტიპისა) მწარმოებლის მიერ  წინასწარ ინტეგრირებულ მეთოდს, რომლის მიხედვითაც ერთდროულად უნდა დააჭიროთ Ctrl-ისა და ორმაგი ბრჭყალების ღილაკებს, შემდეგ კი, ასო “u”-ს იმისათვის, რომ მიიღთ უმლაუტი. AllChars საუკეთესოა საჯაროდ ხელმისაწვდომ პროგრამებს შორის Windows-ში დიაკრიტიკული ასონიშნების ჩასამატებლად. მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ: https://sourceforge.net/projects/allchars/. სისტემაში დიაკრიტული ასონიშნების შესქმნელად  უნდა დააწვეთ Ctrl-ის ღილაკს, შემდეგ კი, ასონიშნების ინტუიციით შერჩეულ წყვილს. ან უბრალოდ შეიძინოთ Mac-ის კომპიუტერი.”